დაგვიკავშირდით 0 32 2 244 770

ჩვენ შესახებ

Tbilisihomes საცხოვრებელი ბინების საძიებო პირველი ონლაინ პლატფორმაა საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების ექსპერტების და ბაზრის მცოდნე პროფესიონალების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. ვებ-გვერდი თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს და მხოლოდ შერჩეულ სახლებს უყრის თავს. ამ ეტაპზე პლატფორმის მეშვეობით ბინების ყიდვა და გაყიდვაა შესაძლებელი, თუმცა იგეგმება გარიგების სხვა ტიპების დამატებაც.

Tbilisihomes-ის უკან უძრავი ქონების სერვისების და საინვესტიციო მენეჯმენტის წამყვანი კომპანია - Colliers International ჯგუფი დგას, რომელიც თავადვე ახორციელებს საიტის მენეჯმენტს. კოლიერსი მსოფლიოს 68 ქვეყანაში ოპერირებს და 17,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. მისი ექსპერტები სერვისების სრულ ასორტიმენტს სთავაზობენ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მესაკუთრეებს და ინვესტორებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მათი განსხვავებული აზროვნება და ინოვაციური რჩევები, მოკლევადიან პერიოდში უზრუნველყოფს მომხმარებლების ბიზნესის წარმატებას.

კოლიერსი საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს. ადგილობრივი გუნდი 135 პროფესიონალისგან შედგება. მმართველი პარტნიორების 16 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ინდუსტრიაში, კოლიერსის სერვისების ხარისხის და შესაბამისად საცხოვრებელი ბინების საძიებო პლატფორმის მაღალი სტანდარტის საფუძველია.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით

დაგვიკავშირდით

0 32 2 244 770